ბადრი ჯაფარიძე - "ლელო“ მოითხოვს აღნიშნულ დანაშაულში მონაწილები პირების უმკაცრესად დასჯას

“ლელო საქართველოსთვის“ მედიაზე მორიგ თავდასხმას გმობს.

"ქართული ოცნების“ ოფისიდან მთავარი არხის ოპერატორის მეორე სართულიდან გადმოგდების ფაქტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ ძალის დემონსტრირებას ცდილობს, მათი მიზანია ქვეყანაში კრიტიკული აზრის დახშობა. ეს ქმედებები უკვე დიდი ხანია, საღ აზრს გასცდა და ხელისუფლება აგონიურ ფაზაში გადადის. ქარელში მომხდარი ფაქტი გაგრძელებაა იმისა, რომ 5 ივლისის დანაშაულზე არავინ დასჯილა. ასეთი დამოკიდებულებით ხელისუფლება ახალისებს მეტი დანაშაულის ჩადენას. სამწუხაროდ, ქართული ოცნების მთელი პარტიული სტრუქტურა დაგეშილია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. "ლელო“ მოითხოვს აღნიშნულ დანაშაულში მონაწილები პირების უმკაცრესად დასჯას. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, საზოგადოება მას 2 ოქტომბერს გამოუტანს სათანადო ვერდიქტს", - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.  

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები