მამუკა მდინარაძე - უკანა სვლით "მთავარი არხის" ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, მოაჯირს წამოედო და გადავარდა

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ქარელში „ქართული ოცნების“ შტაბის მეორე სართულიდან „მთავარი არხის“ ოპერატორი გადმოაგდეს, კომენტარი გაკეთდა „ქართული ოცნების“ ოფისში.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ოპერატორსა და „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებს შორის არანაირი ფიზიკური შეხება არ ყოფილა.

"კიდევ ერთი ამორალური ტყუილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა გვარამიას ერთ-ერთი შესრულებით. ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, თუ როგორ მოყვა მან ამბავი, თითქოს მისი ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს. სინამდვილეში, ბექა ყორშია და მისი ოპერატორი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით სახელი და გვარი არ ვიცი, მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას, მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით და გაგრძელებად კითხულობდა ჩლიქოსანს. მძიმე შეურაცხოფას აყენებდა იქ შტაბის წარმომადგენლებს, საუბარია, რომ ასე მოიხსენიებდა ჩვენი მერობის კანდიდატს. მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან, მართლაც იყო იქ გარკვეული სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, უკანა სვლით "მთავარი არხის" ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, ეგრეთ წოდებულ ტერასაზე, კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო, გადავარდა და კიბის ზედა საფეხურებზე დავარდა.

იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. პირველადი მონაცემებით, როგორც გვეუბნებიან, რაიმე სერიოზული დაზიანება საბედნიეროდ, არ აქვს.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დამეზუსტებინა ინფორმაცია, ოთხჯერ პირადად ვესაუბრე ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს ქარელში, არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა. პირდაპირ გადაჭრით და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკა გვარამიამ მოიტყუა, იცრუა. არც მეორე სართულიდან გადმოვარდნილა და არც ფიზიკური შეხება ყოფილა. სამართალდამცველები საკითხს დეტალურად გამოიძიებენ. ჩვენი პრესსამსახურის თანამშრომლები მოგაწვდიან ორ ვიდეოს, რომლის გადაღებაც მოასწრეს ჩვენი შტაბის წარმოამდგენლებმა, ასევე ფოტოსურთებს, სად დაეცა ოპერატორი და ამით იქნება მხილებული კიდევ ერთი ტყუილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის.

დარწმუნებული ვარ, ის კადრები, როდესაც დაეცა კიბის საფეხურებზე, იქნება გადაღებული. ბინძური სპეკულაციაა, თუ როგორ ცდილობენ ნებისმიერი ინციდენტიდან, მათ მიერ პროვოცირებულიდან თუ შემთხვევიდან გამოიყვანონ ამორალური ტყუილი და ეს აკადრონ ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები