ნიკა მელია - ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს, ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს და ამბობს, რომ თავისით გადმოვარდა, არ არის ხელისუფლება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი და თბილისის მერობის ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია ქარელში, "ქართული ოცნების" ოფისში "მთავარი არხის" ოპერატორის  მეორე სართულიდან გადმოვარდნის ფაქტს ეხმაურება. 

ის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ისინი ბრძოლის ავანგარდში დგანან და უკეთესი საქართველოსთვის დარტყმებს საკუთარ თავზე იღებენ. 

მელიას განცხადებით,  ქვეყანას სუსი მართავს, რომელიც მედიას უსწორდება. 

"სოლიდარობა "მთავარ არხს " და მთელ ჟურნალისტთა კორპუსს, ყველა ჟურნალისტს, სოლიდარობა და გამძლეობა იმ ადამიანებს, ვინც ბრძოლის ავანგარდში დგანან და იღებენ დარტყმებს საკუთარ თავზე თითოეული ჩვენგანის და ყველა პატიოსანი ადამიანის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და მომავლის უკეთესი საქართველოს სახელით იბრძვიან. 

ყველანი დავრწმუნდით, ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს და ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს, და ახლა ამბობს, რომ ის თავისით გადმოვარდა, არ არის ხელისუფლება და არც რეჟიმია. ესენი არიან აქ მომუშავე მაღალი თანამდებობის პირების მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანები. ის ბატონი კობახიძე,  მდინარაძე, კალაძე, ღარიბაშვილი, ესენი არიან უბრალოდ მოლაპარაკე თავები, ამ ქვეყყანას მართავს თავიდან ბოლომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები