კომპანია „მეტი დეველოპმენტი“, რომელიც „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებს ასრულებს

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მობინადრეების პრობლემა მოგვარებულია. დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კომპანიებთან, რომლებიც „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებენ.

"ვფიქრობდი, როგორ დამეწყო საუბარი თემაზე, რომელიც ჩემი ოთხწლიანი მერობის განმავლობაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ემოციურია არა მხოლოდ იმიტომ, რომ 6,000-მდე ოჯახისთვის დასრულდა 20-წლიანი უიმედობის, წვალების პერიოდი, ემოციურია ძალიან ბევრი რამის გამო: დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის ახლობელს, მეგობარს, ნათესავს პირდაპირ თუ ირიბად არ შეხებოდა ეს პრობლემა. და მაინც, ეს არის ქართველი ემიგრანტების მძიმე ისტორია, უბინაოდ დარჩენილი დედების, მამების, ბებიების, ბაბუების ისტორია, ამბავი საკუთარი პატარების აღზრდის ნაცვლად, უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს თანამოქალაქეებზე. უდედოდ გაზრდილი პატარები უკვე დიდები არიან და კარგად აცნობიერებენ, რა გზა გაიარეს მათმა მშობლებმა. ეს გზა ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ, ვნახეთ, რა შედეგი მოაქვს ქაოსურ მშენებლობებს, როგორ ამახინჯებს ქალაქს დაუსრულებელი, ჩონჩხებად აღმართული შენობები და, რაც მთავარია, რა კვალს ტოვებს ჩვენს ცნობიერებაზე ძალადობა საკუთარ ქალაქსა და საკუთარ მოქალაქეებზე.

ყველა ობიექტისთვის გამონახულია გადაწყვეტის გზები, ყველგან მიმდინარეობს სარემონტო, სამშენებლო და სანებართვო პროცედურები. ჩვენ, თბილისის მერია ვართ გარანტორი იმისა, რომ ყველა ობიექტი ჩაბარდება მაღალი ხარისხით და დათქმულ ვადებში,“ – აღნიშნა ქალაქის მერმა.

როგორც მერიაში განაცხადეს, იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ბინათმშენებლობით დაზარალებულ მოსახლეობას დააკმაყოფილებს, არის კომპანია „მეტი დეველოპმენტი“, რომელიც დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიმართულებით სპეციალიზდება. სწორედ „მეტი დეველოპმენტის“ კომპლექსში – „ეკოსითი კრწანისი“ – მიიღებს კუთვნილ ბინას „ცენტრ პონტის“ ერთ-ერთი დაზარალებული ნანა პატარავა, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ ფართს 2007 წლიდან ელოდება.

ობიექტი, რომელსაც შემდგომ „ეკოსითი კრწანისი“ ეწოდა და რომლის მშენებლობაც ერთ წელიწადში დასრულდება, „ცენტრ პოინტის“ მიერ იყო დაწყებული. მას შემდეგ, რაც ობიექტზე „მეტი დეველოპმენტი“ შევიდა, პროექტი შეიცვალა – ის უფრო დახვეწილი და მაღალი სტანდარტის საცხოვრებელ პირობებზე მორგებული გახდა. მას შემდეგ, რაც თბილისის მუნიციპალიტეტმა მიწათსარგებლობის განვითარების გენერალური გეგმა მიიღო, კოეფიციენტები შეიცვალა და საჭირო გახდა ახალი მშენებლობის ნებართვის მიღება. შესაბამისად, გარკვეული პერიოდით ამ ობიექტის მშენებლობაც შეჩერებული იყო. დღეის მდგომარეობით კი, უკვე შეთანხმებულია გრგ და ობიექტი უახლოეს პერიოდში სამშენებლო ნებართვასაც მიიღებს.

"დიდი ხანია, რაც მშენებლობის ნებართვას ველოდებოდით. როცა „მეტი დეველოპმენტმა“ მშენებლობა დაიწყო, რასაკვირველია, ამდენი წლის შემდეგ პროექტში რაღაც-რაღაცები შეიცვალა. ამ ყველაფერს მშენებლობის განახლებული ნებართვა სჭირდებოდა.  ბევრი დეტალი  შესათანხმებელი იყო საკრებულოსთან, არქიტექტურის სამსახურთან და ა.შ. როგორც ვიცი, „მეტი დეველოპმენტი“ ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობდა და თანამშრომლობს მერიასთან და საბოლოოდ, ეს პროცესი დასრულდა.

მესმის, რომ ამას ბევრი დრო სჭირდებოდა და უამრავი პრობლემა იყო გადასწყვეტი, როდესაც საქმე ასეთ რთულ ობიექტს ეხებოდა. პროცესშიც ბევრი მხარე იყო ჩართული და „მეტი დეველომპენტი“ ყველაფრის გაკეთებას ცდილობდა. ძალიან რთულია 15-წლიანი ლოდინი. იმედი გაქვს, მაგრამ მაინც ნერვიულობ.

განახლებული ნებართვის დამტკიცებამ, რასაკვირველია, განწყობაც უკეთესობისკენ შეცვალა. მართალია, ველოდებოდით, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა, მაგრამ როცა ამდენი ხანია ელოდები, თითოეული დღე მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და ამოვისუნთქებთ როგორც მე და ჩემი ოჯახი, ასევე სხვა დაზარალებულებიც,“ – აცხადებს ნანა პატარავა.

„მეტი დეველოპმენტის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, პაპუნა ხაზალიას მიაჩნია, რომ ამ პროცესის პოზიტიურად დასრულებაში უმნიშვნელოვანესი როლი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობამ ითამაშა.

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ უმნიშვნელოვანესი იყო ის თანამშრომლობა, რომელიც დედაქალაქის მერიასა და „მეტი დეველოპმენტს შორის „ შორის შედგა. ამ კონსტრუქციული და სწორი ფორმატით, შევძელით გადაგვეწყვიტა არსებული პრობლემები და ჩვენი მოქალაქეების მრავალწლიანი ლოდინი მათთვის სასურველი შედეგით დაგვესრულებინა.

რაც შეგვეხება ჩვენ, ამ საქმეს მე-8 წელია ვემსახურებით და დაუსრულებელ შენობა-ნაგებობებს ვიბარებთ. „ეკოსითი კრწანისი“ ჩვენი მხოლოდ ერთ-ერთი ობიექტია. ის, რაც თავის დროზე ჩვენი კეთილი ნება იყო, დღეს უკვე ბიზნეს-მოდელად იქცა არამხოლოდ „მეტი დეველოპმენტისთვის“. ვაკვირდებით სამშენებლო ბაზარს და ვხედავთ, რომ დეველოპერები ამ ტენდენციით ინტერესდებიან. ჩვენ ეს ბიზნეს ნიშა დიდი ხანია დავიკავეთ და ამ დროისთვის 304 ოჯახი,  მათ შორის,  „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 92 ოჯახი გვყავს დაბინავებული.

კრწანისის რაიონში დაკმაყოფილდება „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 259  ოჯახი დაკმაყოფილდება,“ – აცხადებს პაპუნა ხაზალია.

მსგავსი სიახლეები