მაკა მახარაძე - სიმპათიით ვარ მის მიმართ განწყობილი, მაგრამ არ არის ჩემი საქმე პოლიტიკასთან გაკარება

გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერთა ჯგუფი ცნობილმა ბალერინამ მაკა მახარაძემ დატოვა.

ინფორმაცია მან „პრაიმტაიმს“ დაუდასტურა. მისივე თქმით, პოლიტიკა მისი საქმე არ არის და წუხს რომ ამ „გაუგებრობაში“ მოხვდა.

"აღარ ვარ იქ. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელი იყო. არ არის ჩემი საქმე და მთელი ამბავი ეს არის. მე ამ საქმეში არ გამოვადგები არავის, მე ჩემი საქმე და პროფესია მაქვს. უბრალოდ აღმოვჩნდი მოულოდნელად გაუგებარ სიტუაციაში.

ბევრი ვიფიქრე, ვინერვიულე. არ არის ჩემი საქმე პოლიტიკა. არასდროს გავკარებივარ პოლიტიკას და არც გავეკარები არავითარ შემთხვევაში. არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. სიმპათიით ვარ მის მიმართ განწყობილი, რა თქმა უნდა, მაგრამ არ არის ჩემი საქმე პოლიტიკასთან გაკარება“, - აცხადებს მახარაძე.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას მხარდამჭერთა ჯგუფის პრეზენტაცია 12 სექტემბერს შედგა, სადაც თავად გიორგი გახარიაც იმყოფებოდა.

პარტიამ მხარდამჭერებისთვის გახსნა სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც ისინი ონლაინ-რეგისტრაციასაც შეძლებენ.

"გიორგი გახარიას გვერდით დგომა ჩემთვის მართლა პატივია და მიხარია. იმიტომ, რომ დიდი ხანია, მომწონს მისი მუშაობა და რასაც აკეთებს. გახარიას მხარდამჭერთა კლუბის ხელმძღვანელად ამირჩიეს და ძალიან მადლობელი ვარ. იმედი მაქვს, რომ უკეთესობისკენ წაგვიყვანს“, – აღნიშნა მახარაძემ პრეზენტაციის დღეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები