განათლების სამინისტრო - მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს

მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებსა და პრინციპებს, - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის გადაწყვეტილებას ეხმაურება. 

"ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებსა და პრინციპებს.

გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასთან და აქედან გამომდინარე ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის გამოვლინებასთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს უკვე აქვთ კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით.

ქართული მხარე ძალღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, სხვა ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები