ნონა მამულაშვილი - სიტყვა "პროვოკაცია" არ იყო ხსენებული ამ შეხვედრაზე, იყო საუბარი იმაზე, თუ როდის უნდა ჩამოვიდეს სააკაშვილი

სიტყვა "პროვოკაცია" არ იყო ხსენებული ამ შეხვედრაზე, იყო საუბარი იმაზე, თუ როდის უნდა ჩამოვიდეს სააკაშვილი არჩევნებამდე, თუ არჩევნების შემდეგ - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნონა მამულაშვილი, ევროპარლამენტარის მარია კალიურანდის განცხადების კომენტირებისას.    

დეპუტატი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ერთად ევროპარლამენტარებთან შეხვედრას ესწრებოდა,  ევროპარლამენტარის განცხადებას  "უცნაურ გამოხმაურებას" უწოდებს. მან შეხვედრის დეტალებზე "ფორმულას" ეთერში ისაუბრა. 

"ძალიან უცნაური გამოხმაურება ქონდა ქალბატონ მარინას, იმიტომ რომ შეხვედრისას ეგ საუბარი არ გვქონია. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი გამოხმაურება ჰქონდა. ძალიან კონსტრუქციული დიალოგი იყო. 

იყო საუბარი იმაზე, რომ საქართველოში ძალიან სერიოზული პრობლემებია, რომ "ქართულ ოცნებას" დაკარგული აქცს ყოველნაირი ნდობა დასავლელი პარტნიორების, ძალიან შეწუხებულები არიან ევროპარლამენტარები იმით, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მიშელის შეთანხება დატოვეს, მაგრამ მიშელის შეთანხმება კვლავ ძალაშია. შესაბამისად, იყო საუბარი იმაზე, როდის უნდა ჩამოვიდეს სააკაშვილი, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ.  ეს იყო ერთადერთი თემა,  რაზეც ვისაუბრეთ... სიტყვა "პროვოკაცია" არ იყო ხსენებული ამ შეხვედრაზე. მე ვერ დავეთანხმები იმ გამოხმაურებას, რომ იქ პროვოკაციებზე იყო საუბარი. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება რაღაც გამოხმაურება მოყვეს და მაინც აინტერესებდათ, რა მოლოდინი ქონდა ბატონ სააკაშვილს ამასთან დაკავშირებით.  

რა თქმა უნდა,  უთხრეს,  რომ უკეთესი იქნება,  რომ არჩევნების შემდეგ ჩამოვიდეს... რაღაც ინტერპრეტაციაა არასწორი, იმიტომ რომ პროვოკაციაზე ჩვენ საუბარი არ გვქონდა", - განაცხადა მამულაშვილმა.  

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდნა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილს პროვოკაციებისაგან თავის არიდებისაკენ მოუწოდა. 

„ევროპული საბჭოს წევრების შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდე, თავი აარიდოს პროვოკაციებს და მისი პოლიტიკური კაპიტალი წინასაარჩევნო დეპოლარიზაციისთვის გამოიყენოს. ასევე, პატივი სცეს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებებს 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ",  - წერს ევროპარლამენტარი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები