მამუკა ხაზარაძე - ვერ გრძნობენ, რომ დღეს გაცილებით დიდ უბედურებაში ვართ

ქართული ხალხური სიმღერა არის მრავალფეროვნების შედევრი და პოლიტიკაში თუ მრავალფეროვნება არ შევქმნენით, როგორც "მრავალჟამიერი", სულ იქნება ეს დაპირისპირება. ორ ხმაში მღერიან რუსები, ჩვენ ვმღერით მრავალ ხმაში", - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.  

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ჩამოსვლასთან დაკავშირებით ხელს არ უწყობს  მრავახმიანობის დამკვიდრებას ქართულ პოლიტიკაში. 

"მიშა ჩამოვა" და სააკაშვილის განცხადებები ასხამს პირდაპირ "ქართული ოცნების" წისქვილზე წყალს. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ ეს, რომ მერე ხდება "ქართული ოცნების" ამომრჩევლის მობილიზაცია. ამბობენ, რომ ისევ ეს უბედურება გვირჩევნია, ვიდრე ეს 9-წლიანი.. ვერ გრძნობენ, რომ დღეს გაცილებით დიდ უბედურებაში ვართ. ეს თემა უნდა გადავდოთ საერთოდ, ვილაპარაკოთ ხვალ როგორ  უნდა ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები.  ქართული ხალხური სიმღერა არის მრავალფეროვნების შედევრი და პოლიტიკაში თუ მრავალფეროვნება არ შევქმნენით, საბოლოო ჯამში,  როგორც მრავალჟამიერია, ან "შენ ხარ ვენახი",  ერთ ჰარმონიად არ შევქმენით, სულ იქნება ეს დაპირისპირება. 

ორ ხმაში მღერიან რუსები, ჩვენ ვმღერით მრავალ ხმაში", - განაცხადა ხაზარაძემ "ტვ პირველის" გადაცემაში "რეაქცია".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები