მარინა კალიურანდი - ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი გავრცელებული ჩანაწერების შესახებ საუბრობს.

"ფორმულასთან" ინტერვიუში კალიურანდი აცხადებს, რომ "ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის".

"რა თქმა უნდა, ეს საკითხი, ჩანაწერების საკითხი, რომლებმაც გაჟონა, გუშინ განვიხილეთ ევროპარლამენტში, როდესაც გამოყენებული იყო ეს ჩანაწერები პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ოპოზიციის წინააღმდეგ. ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის. 

მე არ მინდა სპეკულაციაში შევიდე ამ ჩანაწერების ავთენტიკურობასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა ნათლად განვაცხადო: ჯაშუშობა და მოსმენა - ეს იქნება დიპლომატების, ოპოზიციის, ეს იქნება სამღვდელობის, მმართველი პარტიის, არ არის დემოკრატიული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების შესაბამისი შტო საქართველოში ძალიან ყურადღებით გააანალიზებს ამ შემთხვევას, მონახავს იმ ადამიანებს, ვინც ჯაშუშობდა და შესაბამისი ზომები იქნება განხორციელებული. ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის", - განაცხადა კალიურანდმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები