კონკურსი "ქართული ა“ გამარჯვებული შრიფტების გაციფრულებას იწყებს

შრიფტების კონკურსი „ქართული ა“ - ს ფარგლებში 9 ახალი ფონტი შეიქმნება.

გამარჯვებული ფონტები უკვე გამოვლინდა და 15 სექტემბრიდან მათ გაციფრულებაზე დაიწყება მუშაობა. 

შერჩეულია ის 11 მონაწილე, რომლებმაც შრიფტების გაციფრულებაზე უნდა იმუშაონ, ისინი მოსამზადებელ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს „ჯეოლაბში“ გაივლიან, შემდეგ კი ერთი თვე ექნებათ შრიფტების ციფრულივერსიის შესაქმნელად. მუშაობისთვის საჭირო ტექნიკურ უზრუნველყოფას „ჯეოლაბი“ სრულად განახორციელებს.

კონკურსი „ქართული ა“ დიზაინერ ზვიად ციკოლიას და თიბისის ინიციატივით, თიბისის წარმატებული პროექტის #წერექართულად ფარგლებში შეიქმნა.

„ქართული ა“ მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის ადაპტირებას თანამედროვე სამყაროსთან, მის გავრცელებასა და პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კონკურსი „ქართული ა“ ორი ეტაპისგან შედგება: ახალი ქართული შრიფტების მიღება, გამარჯვებულების გამოვლენა და შემდეგ მათი გაციფრულება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია, მასში გამარჯვებულებს სპეციალურად მოწვეული ჟიური გამოავლენს. კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარდგენის უფლება აქვს, თუმცა მას შესაძლებლობა აქვს ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში დაარეგისტრიროს. მონაწილემ შრიფტების სახით ქართული ანაბანის 33-ვე ასო უნდაწარმოადგინოს.

პირველად კონკურსი 2017 წელს გაიმართა, ამ დროის განმავლობაში მიღებულია 350-მდე ნამუშევარი, შეიქმნა 30 ახალი შრიფტი, რომელთა ნაწილი უკვე გაციფრულდა, ნაწილზე მუშაობა კი სწორედ ახლა იწყება. უახლოს მომავალში კონკურსი უკვე მესამედ გამოცხადდება.

(R)