სამგზავრო მიკროავტობუსის გადაბრუნების შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ავტობანზე, იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა. 

მიკროავტობუსი ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. 

არსებული ინფორმაციიით, ავარიის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. 

დაშავებულების ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, 4 ადამიანი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, საპატრულო პოლიცია და მაშველები არიან მობილიზებული. 