გიორგი გახარიამ დევნილებს დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით პარტიის სტრატეგიული ხედვა გააცნო

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია დევნილებს შეხვდა. 

შეხვედრაზე გიორგი გახარიამ პარტიის პროგრამული ხედვით გათვალისწინებულ მიმართულებებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება მან დეოკუპაციის სტრატეგიის შემუშავების საკითხზე გაამახვილა.

„ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მთავრობის დამტკიცებისას უმთავრეს პრიორიტეტად მკაფიოდ გვქონდა გამოყოფილი ქვეყნის დეოკუპაციის სტრატეგიის შექმნა. სტრატეგია არის ხედვა, რომელზეც პირველ რიგში, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს. დეოკუპაცია ზეპარტიული საკითხია. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რა არის ჩვენთვის დეოკუპაცია. შემდეგ უკვე, ამ დეოკუპაციის სტრატეგიაზე უნდა ველაპარაკოთ პროცესში ჩართულ ძირითად მხარეებს. ეს უნდა იყვნენ, რა თქმა უნდა, აფხაზებიც, ოსებიც, ეს უნდა იყოს რუსეთიც, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და რეგიონალურ ჭრილში ეს უნდა იყვნენ ჩვენი მეზობლებიც. მაგრამ ეს პროცესი რომ დაიწყო, პირველ რიგში, შენ უნდა იცოდე, რა გინდა და რა არის შენთვის დეოკუპაცია. საქართველო ოკუპირებული ქვეყანაა, ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ეს არის ჩვენი შესაძლებლობების, მათ შორის, ეკონომიკური შეზღუდვა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა დეოკუპაციის პროცესში სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე.

„ადამიანებს შორის ურთიერთობებზე უნდა დავიწყოთ აქცენტების კეთება, უნდა იყოს უფრო მეტი კონტაქტები და მიმოსვლა.  რა თქმა უნდა, ამ პროცესში, პირველ რიგში, დევნილებიც უნდა იყვნენ ჩართული. ამას ბევრი სხვადასხვა განზომილება აქვს, მაგრამ აქვს ასევე სოციალური და სახალხო დიპლომატიის განზომილება, სადაც თქვენი როლი არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პრობლემას, რომელიც დევნილებს აწუხებთ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტატუსის მინიჭების და სოციალურ, მათ შორის, ფინანსური დახმარებებისა  და საცხოვრებლის მოგვარების საკითხებზე.

„ეს არის საკითხები, რომლებზე სამუშაოდ ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ და რომლებზეც თქვენთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ამ საკითხებზე სრულად მომზადებულები ვიყოთ და სწრაფი გადაწყვეტილებების შესაძლებლობა გვქონდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ დევნილებთან შეხვედრაზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები