ხატია დეკანოიძე - მე დღეს შემაქვს სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე

მე დღეს შემაქვს სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომელმაც ქუთაისის საოლქო პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

დეკანოიძის თქმით, მისი საუბრები, სუსიდან გამოჟონილი ფარული ჩანაწერებით გაირკვა, რომ უსმენდნენ მის საუბარს სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან. 

"ყველამ ვნახეთ, რომ ტოტალური კონტროლი და ფარული მიყურადებაა სუსის მიერ. ყველა ადამიანმა უნდა შეიტანოს სარჩელი სამართალდამცავ უწყებებში. ჩემი ეპიზოდი კონკრეტულად,  რომელიც გავიდა საინფორმაციო საშუალებებში, იყო ჩემი საუბარი საელჩოების წარმომადგენლებთან. ამიტომ მე დღეს შემაქვს სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე. 

გულწრფელად გითხრათ, მე არ მაქვს იმედი, რომ ამ შემთხვევაში ეს პროკურატურა,  სუსი, ან შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს ამ მასობრივ კონტროლს ადამიანების, მაგრამ მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოცილდება და ჩვენ გვექნება თავისუფალი მართლმსაჯულების სიტემა, გვექნება პროკურატურა დამოუკიდებელი პროკურორით, ეს  ჩემი განცხადება და ყველა იმის განცხადება, ვინც ტოტალურ კონტროლს გააპროტესტებს, იქნება გამოძიებული. ამიტომ მე მინდა ვთხოვო  ყველას,  ეს სარჩელები უნდა იყოს საქართველოს ყველა საოლქო პროკურატურაში", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები