თამარ გაბუნია - ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, რაც საგანგაშოა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო დღეებში ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა.

მისივე თქმით, საჭიროა ვაქცინაციის პროგრამის მეტად სტიმულირება, რათა ვაქცინაციის პროცესი კვლავ გააქტიურდეს.

"ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა, მეტ მოქალაქეს ჰქონოდა დრო, წასულიყო ვაქცინის გასაკეთებლად, ასე არ მოხდა. გუშინ 24 საათის განმავლობაში 7 000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშოა და მიუთითებს, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის პროგრამის მეტად სტიმულირება, იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის გაფართოებით, ოჯახის ექიმების მეტად აქტიური ჩართულობით თუ რაიმე სხვა გზით, რათა მაქსიმალურად გააქტიურდეს ვაქცინაციას პროგრამაში მოცვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები