სალომე სამადაშვილი - რა შეიძლება იყოს პარლამენტის უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია, გარდა იმისა, რომ ამ თემაზე პოლიტიკური დებატები მოვაწყოთ

ოპოზიცია პარლამენტის  საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით,  საგანგებო სხდომის მოსაწვევად დეპუტატთა ხელმოწერების ნაწილი შეგროვდა, რაც საჭირო რაოდენობის ნახევარზე მეტია, თუმცა ხელმოწერებს  სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კიდევ  ელოდებიან.

სამადაშვილის თქმით, მას არ მესმის, ვინმეს რატომ ჰქვია პარლამენტის წევრი და რატომ იღებს ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუკი პარლამენტის საგანგებო სხდომის გამართვას მხარს არ უჭერს.

"ადგილი აქვს სახელმწიფოს ჩამოშლას. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია ერთადერთი რამით - ჩვენი თანამოქალაქეების, დიპლომატიური კორპუსის ტოტალური მოსმენით, თვალთვალითა და მიყურადებით. ის, რაც ჩვენ დავინახეთ, არის არა მხოლოდ შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელი, რეალური საფუძველია იმისა, გადადგეს არა მხოლოდ სუს-ის ხელმძღვანელი, არამედ მთავრობის მთელი შემადგენლობა. ამიტომ დღეს მე ვერ ვხედავ, რა შეიძლება იყოს პარლამენტის უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელსაც კონსტიტუციით მთავრობის კონტროლი ევალება, გარდა იმისა, რომ უახლოეს დღეებში შევიკრიბოთ, ამ თემაზე პოლიტიკური დებატები მოვაწყოთ, მოვიწვიოთ სუს-ის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი და ყველა სხვა პირი, ვისაც საჭიროდ ჩავთვლით", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები