ოდესაში, ცენტრ "ივერიასთან" არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ გაიხსნა

ოდესაში, ცენტრ "ივერიასთან" არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში ახალი 2021-2022 სასწავლო წელი საზეიმოდ გაიხსნა. 

გახსნის ღონისძიებას საპატიო სტუმრები - საქართველოს კონსული თორნიკე ბერეკაშვილი მეუღლესთან ნინო ბრეგვაძესთან ერთად და თამარ მეფის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა სერგი დაესწრნენ.

ღონისძიება მოსწავლეების მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც თორნიკე ბერეკაშვილმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა.

მან ასევე ბავშვებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, მამა სერგიმ კი ღონისძიებაზე დამსწრეები დალოცა და ცენტრ "ივერიას" წმინდა გიორგის მოვერცხლილი ხატი სამახსოვროდ გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში ფოტოგამოფენა გაიხსნა, რომლისთვისაც ფოტოსესიები ჯერ კიდევ მაისში ჩატარდა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები