მამუკა მდინარაძე - ჩვენი გუნდი სამეგრელოშიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ გაგრძელდება რეფორმები

ჩვენი გუნდი სამეგრელოშიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ეს იქნება გარანტია იმისა,  რომ გაგრძელდება რეფორმები, კიდევ მეტი ძალისხმევით და დინამიკით რაც აქამდე იყო - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ზუგდიდში,  სამეგრელო-ზემო სვანეთში  მერობის კანდიდატებთან და შტაბის უფროსებთან გამართული შეხვედრის შემდეგ. 

მამუკა მდინარაძის თქმით, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობამ დაიწყო შტაბის წარმომადგენლებთან ადგილობრივ, რეგიონულ დონეზე შეხვედრები. 

„სამეგრელოში ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ზუგდიდში მთელი რეგიონის წარმომადგენლები იყვნენ, შემართებით არიან, შტაბური საკითხები არის ის ტექნიკური დეტალები, რომელიც საზოგადოებას შეიძლება არ აინტერესებდეს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი შემართება გვაძლევს იმის საფუძველს რომ სამეგრელოშიც ჩვენი გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ეს იქნება გარანტია იმისა რომ გაგრძელდება რეფორმები, კიდევ მეტი ძალისხმევით და მეტი დინამიკით რაც აქამდე იყო, ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩვენი ქალაქების, სოფლების და დაბების განვითარება და რაც მთავარია,  ეს ყველაფერი ყველაზე მართალი გუნდის გამარჯვებით გაგრძელდება. მე იმედი მაქვს იმ ადამიანების, რომლებიც აქ არიან და ჩვენი საზოგადოების, რომელიც ყოველთვის არჩევს კარგად თეთრს და შავს” - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები