მამუკა ხაზარაძე - exchange გონიათ კომპანია, ეს პროკურორები არიან არაკვალიფიციურები და არ აქვთ ელემენტარული განათლება

სასამართლო დარბაზში მამუკა ხაზარაძემ პროკურორებს არაკვალიფიციურები უწოდა და მათი საქმიდან ჩამოშორება მოითხოვა. ხაზარაძის თქმით, პროკურორები სვამენ ისეთ ელემენტარულ კითხვებს, რომელზე პასუხიც არის შეურაცხმყოფელი და დროის კარგვა. 

"მივმართავ გენერალურ პროკურორ შოთაძეს, რომ საქმის წარმმართავი სამი პროკურორი - სალომე ჩიქობავა, არჩილ ტყეშელაშვილი და გიორგი მიქავა, რომლებსაც არ გააჩნიათ ელემენტარული ფინანსური განათლება ჩაანაცვლოს ფინანსურ ნაწილში უფრო კვალიფიციური 3 ახალი პროკურორით. არსებული პროკურორები სვამენ ისეთ ელემენტარულ კითხვებს, რომელზე პასუხიც არის შეურაცხმყოფელი და დროის კარგვა. 

exchange გონიათ კომპანია, სვამენ კითხვებს თუ რატომ აკონვერტირებენ დოლარს ლარში ქვეყნის შიდა გადარიცხვების დროს მივმართე ადვოკატებს თხოვნით, დააყენონ შუამდგომლობა შესაბამისი მოთხოვნით", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

"არც კი გრცხვენიათ ამ სიბინძურის ლაპარაკის გამო. ეს არის უსირცხვილო ტყუილი, რასაც თქვენ კადრულობთ ახალგაზრდა კაცი. თქვენ ხართ მონები. არ შეგრჩებათ ეს ყველაფერი რადგან ხართ მატყუარები",  - ასე მიმართა პროცესის მიმდინარეობის დროს ბადრი ჯაფარიძემ პროკურორს, რომელმაც პოლიტიკური ლიდერები კიდევ ერთხელ ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები