ნაფიცი მსაჯულები გომბორის გზაზე ავარიაში მოყვნენ

ნაფიცი მსაჯულები, რომლებიც თბილისიდან თელავში მიემგზავრებოდნენ, გომბორის გზაზე ავარიაში მოყვნენ. 

მათ დღეს ყოფილი პოლიციელის მიერ თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის საქმეზე განაჩენი უნდა გამოეტანათ. 

წინასწარი ინფორმაციით, სამივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჯერჯერობით უცნობია, ეს გავლენას მოახდენს თუ არა, პროცესის მსვლელობაზე.

საქმე ეხება გასულ წელს თელავში მომხდარ მკვლელობას, რომელშიც პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანია ბრალდებული.