ელენე ხოშტარია - არ არსებობს ძალადობაში გამარჯვებული

მე არ მემეტება "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი ძალადობისთვის, არ არსებობს ძალადობაში გამარჯვებული - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დმანისში მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები 21 სექტემბრის ძალადობრივ ინციდენტს აპროტესტებენ. 

ხოშტარიას თქმით, ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის განსხვავებაა ისაა, რომ "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას ყველანაირი გზით ცდილობს, ოპოზიციის მიზანი კი, განვითარება და  თავისუფლებაა. 

"ჩვენი ამოცანაა, რომ მოვიპოვოთ მშვიდობა, არ არსებობს ძალადობაში გამარჯვებული. მე არ მემეტება "ქართული ოცნების" არცერთი ამომრჩეველი ძალადობისთვის.  მე არცერთ ჩვენ აქტივისტს არ ვეტყვი, რომ შენ უფრო მაგრად დაარტყი. პირიქით, ჩვენ ახლა, ამ ჩვენი შეუპოვრობითა და პრინციპულობით მოვიპოვოთ არჩევნები, მოვიპოვოთ თავისუფლება და ვნახოთ  თანამშრომლობის, თანაცხოვრების, მშვიდობის და ერთად ცხოვრების სიკეთის მაგალითი. ეს არის ჩვენი ამოცანა და არა ვიღაცაზე მორევა. იმიტომ რომ ისინი დღეს არიან შეშინებულები, მათ უნდათ სკამი, ჩვენ გვინდა განვითარება და თავისუფლება, ჩვენ გვინდა ერთობა და აყვავებული საქართველო", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

21 სექტემბერს დმანისში მმართველი გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებისას დაიჭრა 2 ადამიანი, დაკავებული "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შვილია.

უახლესი ამბები