ვარლამ გოლეთიანი - სიტყვაზე ნდობა, რომ გადის, ჩვენ დავიშალოთ და წავიდეთ, არ იქნება საქმისთვის მიზანშეწონილი

ჩვენ ჩვეულებრივ ვრჩებით რიონის ხეობაში იქამდე, ვიდრე არ დაიწყება უშუალოდ ტექნიკის გაყვანის პროცესი და ამას არ დავაკვირდებით ჩვენი თვალით, – ამის შესახებ რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

"სიმართლე გითხრათ, ჩვენ სხვა მოლოდინები გვაქვს ამ პროცესში, ანუ არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ველოდებოდით დაძაბვას. რა ინფორმაციაც ახლა ვრცელდება, ამის მოლოდინი ჩვენ არ გვქონდა. ჯერ საბოლოოდ ველოდებით დადასტურებას, რამდენად სიმართლეა, რადგან ოფიციალური უწყებები ამასთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებენ. არც „ენკას“ უთქვამს ჯერ თავად და არც ეკონომიკის სამინისტროს, რომ ნამდვილად გაწყდა ხელშეკრულება. ამიტომ, არ გვინდა, ისე გამოვიდეს, რომ მოვლენებს წინ გავუსწროთ. თუმცა სხვადასხვა სანდო წყაროდანაც გავრცელდა, რომ ხელისუფლებასა და „ენკას“ შორის ხელშეკრულება გაწყდა. ჩვენ ჩვეულებრივ ვრჩებით ხეობაში იქამდე, ვიდრე არ დაიწყება აქედან უშუალოდ ტექნიკის გაყვანის პროცესი და ამას არ დავაკვირდებით ჩვენი თვალით, რადგან სიტყვაზე ნდობა, რომ გადის, ჩვენ დავიშალოთ და წავიდეთ, არ იქნება სწორი და საქმისთვის მიზანშეწონილი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები