მამუკა მდინარაძე - თუ დადასტურდება, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთან მძიმე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, ძალიან მძიმედ დაუჯდება "ნაცმოძრაობას"

"თუ ის დადასტურდა, რომ საუბარია ადამიანზე, რომლის ქმედებაშიც ჩანს სავარაუდო დანაშაულის ნიშნები და თუ მას მართლაც აქვს ფსიქიკური პრობლემები,  ეს იცოდნენ პროვოკატორებმა და მიზანმიმართულად  აყენებდნენ მას უმძიმეს შეურაცხყოფას იმისთვის, რომ შემდეგ პროვოკაცია გამოეწვიათ,  მაშინ ეს ძალიან მძიმედ დაუჯდება ნაცმოძრაობას - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დმანისის ინციდენტის კომენტირებისას. 

მისი თქმით, ეს არის უდიდესი ამორალურობა, თუმცა, ამ ინფორმაციას დადასტურება სჭირდება. 

"გუშინ თქვენ გახსოვთ, როგორი მკაცრები და ხისტები ვიყავით ამ ქმედების ჩამდენთან მიმართებით, ეს ძალაში რჩება, მაგრამ  თუ ის დადასტურდება, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთან ჰქონდა მძიმე პროვოკაციას ადგილი, იმისთვის, რომ ეს პროვოკაცია შემდგარიყო იმ სერიების ფონზე, რაც ვერ მოახერხეს საბოლოო ჯამში, ეს ძალიან მძიმედ დაუჯდება ნაცმოძრაობას, რა თქმა უნდა პოლიტიკურ კონტექსტს ვგულისხმობ. ეს არის უდიდესი ამორალურობა რა ინფორმაციასაც ვიღებ, ოღონდ ამ ინფორმაციას ჯერ დადასტურება სჭირდება, მე დაზუსტებით ამაზე საუბარი ჯერ სამწუხაროდ არ შემიძლია“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები