კახა კალაძე - ფაქტები უნდა დაიდოს, ამ განცხადებებს არ ვენდობი, თუ რაიმე მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი

თბილისის მერი კახა კალაძე „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მათ განცხადებებს არ ენდობა, რადგან ამ ორგანიზაციას იმიჯი ძალიან შეელახა.

კალაძის თქმით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.

"ფაქტები უნდა დაიდოს. „ისფედი“ არის ორგანიზაცია, რომელსაც იმიჯი ძალიან შეელახა, დიდ სკანდალში გაეხვია, გააყალბა მონაცემები, რომელიც იქნა გამოქვეყნებული. შესაბამისად, ამ განცხადებებს მე არ ვენდობი, თუ რაიმე მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები