ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი 24 სექტემბერს იხსნება

თბილისის მუზეუმების გაერთიანების კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ლიტერატურულ- მემორიალური მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის 24 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიხსნება. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში 2017 წელს დაიწყო.

სამი წლის განმავლობაში ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები. მათ შორის: ისტორიული შენობის კონსტრუქციული გამაგრება, ფასადის დეკორატიული დეტალების რესტავრაცია, შენობის ავთენტური ინტერიერის აღდგენა, შიდა ეზოს კეთილმოწყობა, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელის გამართვა, თანამედროვე საგამოფენო სივრცეების მოწყობა და მემორიალური დარბაზების რესტავრირება.

საგამოფენო და მემორიალური სივრცეები სამუზეუმო საფონდო მასალებითა და ეპოქალური ნივთებით მოეწყო ეპოქის გათვალისწინებით და ეპისტოლარული მემკვიდრეობით გადმოცემული აღწერილობით. რესტავრირებულია ილია ჭავჭავაძის მემორიალური სასადილო, საძინებელი და სამუშაო ოთახები, სადაც აღდგენილია ავთენტური კედლები და ჭერი.

მუზეუმში, გარდა მემორიალური და საგამოფენო სივრცეებისა, მოწყობილია სამკითხველო. ასევე, საგანმანათლებლო, სამუშაო და საბიბლიოთეკო სივრცეები.

მუზეუმი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან – ოლღა გურამიშვილთან ერთად თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქ. N 7-ში თავისი დის, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში 1888-1901 წწ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ამ სახლში იყო განთავსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. აქ იმართებოდა ილიას ტრადიციული „ხუთშაბათობები“. აქ იღებდა სათავეს მთელი რიგი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურული წამოწყებები.

სწორედ ამ სახლს უკავშირდება ილიას საზოგადოებრივ – პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები და ბრძოლა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისათვის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები