გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილმა რა "ოცნებაც" დაგვიტოვა, სრულად მისი პასუხისმგებლობაა

ბიძინა ივანიშვილმა რა "ოცნებაც" დაგვიტოვა, რა თქმა უნდა, სრულად მისი პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ივანიშვილს ქართულ სახელმწიფოზე მაღლა ვერ დააყენებს. 

"მე როგორადაც უნდა ვაფასებდე იმ ღვაწლს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს  მიუძღვის ქვეყნის და კიდევ ბევრი სხვა რამის მიმართ. მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და კიდევ გავიმეორებ,  ჩემი  ძირითადი ფასეულობა არის წარმატებული ქართული სახელმწიფო. ვერასოდეს ვერავინ, მათ შორის ვერც ბიძინა ივანიშვილი ამ ფასეულობაზე მაღლა ვერ დადგება", - განაცხადა გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში. 

კითხვაზე, ხედავს თუ არა მის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებში ივანიშვილის როლს, გახარიამ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებს მის გარეშე ამის გამბედაობა არ ექნებოდათ. 

"რა თქმა უნდა, ვხედავ, მარტივი მიზეზის გამო, ბიძინა ივანიშვილმა რა ოცნებაც დაგვიტოვა, რა თქმა უნდა,  სრულად მისი პასუხისმგებლობაა.  ჩართულია, რა თქმა უნდა,  მოღალატე თვითონ დამაბრალა", - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები