ამირან გამყრელიძე - "დელტა“ შტამი ისეთი ვერაგი გამოდგა, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს აცრაც აღარ არის უკვე საკმარისი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 16 სექტემბრის შემდეგ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებს. 

მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობაა.

"რა თქმა უნდა, დღევანდელი ვაქცინაციის სტატუსით კმაყოფილი არ ვართ. სექტემბრის 16 რიცხვამდე მოვდიოდით ვაქცინაციის კარგი მაჩვენებლით. ძალიან გვინდოდა, რომ სექტემბერში კიდევ მეტი ყოფილიყო აცრა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ გამოდის. 16 სექტემბრიდან ქვეყანაში აცრების მაჩვენებელი თანდათან იკლებს. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ კომუნიკაციას ვაკლებთ მოსახლეობას. უნდა მივიდეთ თითოეულ სოფელში, თითოეულ დასახლებულ პუნქტში, დავარწმუნოთ, რომ ვაქცინა არის დიდი სიკეთე. ჩვენ თუ ვართ აცრილი, მეტად ვართ დაცული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით სულ ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 26 პროცენტი.

"დღეს გყავს მოზრდილი მოსახლეობის 26 პროცენტია აცრილი. წლის ბოლომდე აცრილი უნდა იყოს 60 პროცენტი, რომ წლევანდელი ახალი წელი იყოს შედარებით ნორმალური მოსახლეობისთვის, მაგრამ 60 პროცენტიც აღარ არის უკვე საკმარისი. „დელტა“ შტამი ისეთი ვერაგი გამოდგა, რომ აუცილებელია უფრო მეტი. ვაქცინების მარაგი არის, ამიტომ უნდა გაგრძელდეს აქტიური ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები