თეა წულუკიანი - გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას სწორედ ევროკავშირი

გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს ნიკა მელიას ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც მოხდა ინციდენტი, რადგან ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება, თუ ნიკა მელია იქნება გარეთ, რომ გარეთ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან“, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინდელი ინციდენტის კომენტირებისას აღნიშნა.

"მელია ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ ის პროფესიონალი ხულიგანია. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მის ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც ეს მოხდა, რადგან ჩვენ ყოველთვის გვესმოდა – კარგი იქნება, თუ ნიკა მელია იქნება გარეთ, რათა გარეთ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან“. აგერ არის პერსონაჟიც, აგერ არის კონკურენცია, და ჩვენ გვაინტერესებს, არის თუ არა ეს პოლიტიკოსის პოლიტიკური ქცევა, როგორც ის გუშინ მოიქცა, როდესაც მიეჭრა ირაკლი კობახიძეს და მოხდა ის, რაც ვიხილეთ. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მე ვარ მისი გუნდის წევრი და არა მხოლოდ მის საჯარო აქტივობებს, არამედ საჯარო განცხადებებსაც ასევე ვაკვირდები, ვხედავ როგორც შტაბის უფროსს, როგორ მუშაობს ის, და მინდა ვთქვა, რომ რეალურად ის არის ფრონტის წინა ხაზზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები