ნიკა ობოლაძე - "ქართული ოცნება“ ალბათ, კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას

"ქართული ოცნება“ ალბათ, კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას, რადგან მას არაფერი აქვს ხალხისთვის შესათავაზებელი დაპირისპირებისა და სისხლის სამართლის საქმეების გარდა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ  ევროკავშირის ოფისთან ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

"გუშინ ნიკა მელიამ კითხვა დაუსვა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, იმ პარტიის თავმჯდომარეს, რომლის მაჟორიტარობის კანდიდატმა და მისმა შვილმა, ცივი იარაღით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა, თავი გადაუხსნეს ჩვენს აქტივისტს, ამაზე პასუხისმგებლობას რატო არ იღებო. საპასუხოდ, მივიღეთ კობახიძის შიში, ისტერია და გაქცევა, შემდეგ ამ შიშით შეშინებულმა „ქართულმა ოცნებამ“ დაამობილიზა აქტივი იმისთვის, რომ კუნთების თამაში დაეწყო და ძალა ეჩვენებინა. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მათ კითხვებზე პასუხი არ აქვთ და ასევე იმაზე, რომ როდესაც ეკითხები, რატომ ძალადობენ ისინი უბრალოდ გარბიან. ეს არის ის, რითაც შეგვიძლია, ეს ამბავი შევაფასოთ. რაც შეეხება ბილწსიტყვაობას, იქ იყო ბილწსიტყვაობა კობახიძის მხრიდან და არა მელიას მხრიდან, ნიკას მხრიდან ეს იყო უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. რაც შეეხება, ზოგადად ასეთ საუბრებს, ამ ბანერების გამკვრელი ხელისუფლება, ამ ზიზღის ენის მატარებელი ხელისუფლება, ხელისუფლება, რომელსაც არაფერი დარჩენია თუ არა უბრალოდ ისაუბროს მხოლოდ ამ ზიზღის ენით, არ უნდა მიუთითებდეს ოპოზიციას, რა ფორმით გამოხატოს პროტესტი გადახსნილ თავზე.

ალბათ, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას, რადგან მას არაფერი არ აქვს შესათავაზებელი ხალხისთვის, გარდა იმისა, რომ შესთავაზოს დაპირისპირება, შესთავაზოს სისხლის სამართლის საქმეები. მათ შეუძლიათ, მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეების შეთავაზება და არა რეალურად გაკეთებული საქმეების. ამიტომ, ყურადღების გადასატანად, მეტი პოლარიზაციისთვის, მეტი შიშის დასანერგად, კუნთების მეტი თამაშისთვის ისინი ეცდებიან, რომ დაიძაბოს კიდევ უფრო მეტად სიტუაცია.

შეკითხვის დასმა თუ არის არეულობა და დანით გადახსნილი თავი, სასიკვდილოდ კაცის გაწირვა არის სიმშვიდე, მაშინ არ ვიცი, ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. „ქართული ოცნების“ წევრებს ურჩევნიათ, საკუთარი მაჟორიტარობის წევრებს მიხედონ, რომ ადამიანები არ დაჭრან“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები