ირაკლი კობახიძე - ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, ეს შეიძლება გაიგოს, როგორც "მწვანე შუქი“

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის ოფისთან გუშინ მომხდარ პროვოკაციასთან დაკავშირებით კარლ ჰარცელის განცხადება შეიძლება გახდეს ერთგვარი „მწვანე შუქი“ ნიკანორ მელიასთვის, რომ მან დამატებით ახალი პროვოკაციები მოაწყოს.

"ნიკანორ მელიას ქმედება უნდა შეფასებულიყო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ამ შემთხვევაში ევროკავშირის ოფისსაც, იმიტომ რომ ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში. როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებს მთავარი ოპოზიციური პარტიის ფორმალური თავმჯდომარე, ეს, რა თქმა უნდა, საჭიროებს ძალიან მძიმე შეფასებას, თუმცა ჩვენ ასეთი შეფასება ვერ მოვისმინეთ. შეფასება იყო საჭირო და ეს შეფასება უნდა ყოფილიყო მკაფიო. ასეთი შეფასება არ არის სახეზე ამ შემთხვევაში. სწორედ ასეთი განცხადებები შეიძლება გახდეს ერთგვარი „მწვანე შუქი“ ნიკანორ მელიასთვის, რომ მან დამატებით ახალი პროვოკაციები მოაწყოს. ბუნებრივია, ეს არის ძალიან ცუდი. საჭიროა მკაფიო შეფასება იმისა, რაც გააკეთა ნიკანორ მელიამ. განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ეს მეტისმეტად რბილი ნიკანორ მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება გაიგოს, როგორც „მწვანე შუქი“ შემდგომი პროვოკაციებისთვის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები