ნათია მეზვრიშვილი - ცაგერის მერობის კანდიდატის მანქანის დაცხრილვის ფაქტზე პასუხისმგებლობა "ოცნების" ხელმძღვანელობას ეკისრება

"ხელისუფლება იმყოფება პანიკაში, რაც ნიშნავს იმას რომ ცვლილებები  გარდაუვალია“ - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით, დღეს პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატს ბესო ბენდელიანს მანქანა დაუცხილეს, ფაქტზე პასუხისმგებლობას "ოცნების" ხელმძღვანელობას აკისრებს.  

"მინდა გითხრათ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიას პრაქტიკულად ვერ ატარებს.დღეს გამთენიისას, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, მანქანა დაუცხრილეს ცაგერის მერობის კანდიდატს - ბესო ბენდელიანს.

მინდა გითხრათ, რომ პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად ეკისრება ოცნების ხელმძღვანელობას - კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობას ამართლებენ და ახალისებენ სიძულვილის ენას.

პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრ - გომელაურს და გენერალურ პროკურორ - შოთაძეს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით არ გაინძრნენ - თვეებია, თითქოს ეს ადამიანები დანაშაულს ვერ ხედავენ. არ რეაგირებენ სისტემურ დანაშაულზე, რაზეც სხვათა შორის, განცხადება რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად შევიტანე, რომლებიც დღემდე სათანადო რეაგირებას არ ახდენენ აკაკი ბართაიას მიმართ იარაღის ჩადებაზე და პატიმრობის დრო განხორციელებულ მუქარაზე. უფრო მეტიც, ბედავენ ეს ადამიანები და ბართაიას დაცვის უფლებას უზღუდავენ. სამწუხაროდ, ოცნების ასეთმა უმოქმედობამ მიგვიყვანა რამდენიმე დღის წინ დმანისამდე, მიგვიყვანა ახლა უკვე ცაგერში მანქანის ჩაცხრილვამდე და არავინ იცის არჩევნების დღეს ეს ყველაფერი სადამდე მიგვიყვანს“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა პარტიის კანდიდატების მიმართ განხორციელებულ მუქარებზე და ზეწოლებზეც.

"გრძელდება ჩვენი კანდიდატების მიმართ მუქარა და ზეწოლა. მხარდამჭერებს ემუქრებიან სოციალური დახმარებების მოხსნით. გუშინ ავტომანქანის საბურავები დაუჭრეს ლაგოდეხის საკრებულოს კანდიდატს სალომე ღონღაძეს. რამდენიმე დღის წინ ასპინძაში მერის მოვალეობის შემსრულებელი და სხვა მოხელეები, ხაზს ვუსვამ მთელი მერიის თანამშრომლები - თავს დაესხნენ ასპინძის საკრებულოს კანდიდატს არკადი სოფოიანს“, - აცხადებს მეზვრიშვილი.

მეზვრიშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ანადგურებენ პარტიის სააგიტაციო მასალებს, შესაბამის ფაქტებს პარტია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გაუგზავნის.

"მთელი ქვეყნის მასშტაბით აზიანებენ და ანადგურებენ პარტიის სააგიტაციო მასალას, სხვათა შორის ეს ყველაფერი თქვენც მოგეწოდათ და ბუნებრივია ჩვენ ამას შესაბამის სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც გავუზიარებთ - კერძოდ აზიანებენ და ანადგურებენ პლაკატებს და ბანერებს. ამ ყველაფერში მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ორგანოები, რომლებიც რეაგირებას უნდა ახდენდნენ მსგავს დარღვევებზე.

"ამ ყველაფრის პარალელურად საზოგადოება კარგად ხედავს ოცნების მხრიდან ცილისწამების უპრეცედენტო კამპანიას პარტიის ლიდერის და წევრების მიმართ, რაშიც ოცნება აქტიურად იყენებს სამთავრობო მედია საშუალებებს, რომლებიც ფეიქნიუსებზე პასუხის გასაცემად საკუთარი ტრიბუნის გამოყენების საშუალებასაც არ გვაძლევენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ალბათ, კითხვის ნიშნები აღარ ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია „საქართველოსთვის“ პრაქტიკულად წინასაარჩევნო კამპანიას ვერ ატარებს, რამდენიც არ უნდა იძახოს ოცნების დღევანდელმა თავმჯდომარემ, რომ თითქოს არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და სამართლიან გარემოში. საზოგადოებას შევახსენებ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ გახლავთ ერთადერთი პოლიტიკური პარტია მზარდი რეიტინგით, ბუნებრივია ეს ყველაფერი ძალიან აშინებს ხელისუფლებას, ხელისუფლება კარგად ხედავთ, რომ იმყოფება პანიკაში, რაც ნიშნავს იმას რომ ცვლილებები არის გარდაუვალი“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები