გახარიამ პროკურატურას კობახიძის განცხადებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა

ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ირაკლი კობახიძეს უჩივის. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის  განცხადებებზე გახარიას "კოკაინშიკობაზე" საჩივარი  დღეს პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა პროკურატურაში შეიტანეს.

გახარიას პარტიის წევრების მოთხოვნით, მას შემდეგ რაც ბრალდებები არ დადასტურდება, უნდა დადგეს ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი ცრუ დასმენასთან დაკავშირებით.

"გენერალურ პროკურატურას მივმართეთ, რათა ჩაატაროს ობიექტური, გამჭვირვალე, სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება და გამოიძიოს ის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, უსაფუძვლო განცხადებები, რასაც ჩვენ ორგანიზაცია ოცნების ხელმძღვანელისგან, ირაკლი კობახიძისგან გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვისმენთ.

ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვაბრალებენ ნარკოტიკის მოხმარებას, შეძენას და ა.შ. ცალსახად, ამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და სრულყოფილი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების შემდეგ, როცა დადგინდება, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხიც ცრუ დასმენასთან დაკავშირებით. რასაც ეს ადამიანები გვაბრალებენ დანაშაულია. ამას სჭირდება გამოძიება", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ნარკოტესტზე ლაპარაკი თბილისის მოქმედმა მერმა და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დაიწყო, როცა თქვა, რომ თავად "სუფთაა" და სხვა კანდიდატებს ანალიზის გაკეთებისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ პირდაპირ დაადანაშაულა გახარია კოკაინის გამოყენებაში და ისიც აღნიშნა, რომ მას ეს ნივთიერება ქალმა გაასინჯა. კობახიძის თქმით, ეს მას შემდეგ  მოხდა, რაც "გახარია პარტიიდან და  ხელიდან წავიდა"

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები