თამარ კორძაია - სააკაშვილის ჩამოსვლა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება "ქართული ოცნების" მარცხი

სააკაშვილის ჩამოსვლა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება "ქართული ოცნების" მარცხი, რადგან მას მოუწევს დასაბუთება, თუ რატომ იჭერს მესამე პრეზიდენტს, -  ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს. 

მისი თქმით, მოვლენების განვითარების სამი სცენარი არსებობს. 

"შესაძლოა, სამი შესაძლო სცენარი განვითარდეს:  მოფრინავს, ჩამოდის, იჭერენ, მოფრინავს, მაგრამ ქვეყანაში არ უშვებენ და მოფრინავს, ვერ იჭერენ. ნებისმიერი ეს ვერსია არის ხელისუფლებისთვის მარცხი, რადგან მათ მოუწევთ მთელი მსოფლიოსა და საზოგადოების წინაშე, იმის დადასტურება და დასაბუთება, თუ რატომ იჭერენ მესამე პრეზიდენტს. მათ მოუწევთ იმ მძიმე გზის გავლა, რასაც ქვია პოლიტიკური პატიმრის ყოლა საქართველოში და ეს არ იქნება პირველი "ქართული ოცნების" პირობებში", -  განაცხადა თამარ კორძაიამ.

დეპუტატის თქმით, სააკაშვილის გადაწყვეტილება  არის ოპოზიციის გამარჯვება, რადგან კოალიციური მთავრობა იყო ოპოზიციის დანაპირები და მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამას აჟღერებდა ყოველ მის გამოსვლაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები