გია ხუხაშვილი - სალომე ზურაბიშვილის განცხადება სახელმწიფოებრივად სწორია და არანაირ შეთქმულების თეორიებს ამის უკან არ განვავითარებ

სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის სახელმწიფოებრივად სწორი და არანაირ შეთქმულების თეორიებს ამის უკან არ განვავითარებ, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა Front News-ს საქართველოს პრეზიდენტის იმ  განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლითაც მან პრაქტიკულად ოპოზიციის მთავარი გზავნილი გაახმოვანა, როდესაც თავის ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოში კოალიციური მთავრობა აუცილებელია. 

ხუხაშვილის თქმით, ზურაბიშვილი ხედავს დასავლეთის დამოკიდებულებას და შესაბამის განცხადებებ აკეთებს. 

"რა გინდათ, გითხრათ, რომ პრეზიდენტი ნაციონალია?  ამას ისინი გეტყვიან, "ოცნებაში"... ის უყურებს,  რა ვითარებაა, რა დამოკიდებულება აქვთ დასავლეთში ჩვენს პარტნიორებს ამ ხელისუფლების მიმართ და ფიქრობს ამ ქვეყნის მომავალზე. მე ძალიან კრიტიკულად ვიყავი განწყობილი სალომე ზურაბიშვილის მიმართ ყოველთვის, მაგრამ ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებ, ის აკეთებს სახელმწიფოებრივად სწორ განცხადებებს.  მე ასე ვუყურებ და არანაირ შეთქმულების თეორიებს ამის უკან არ განვავითარებ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, კოალიციური მთავრობა  ისტორიის ამ ეტაპზე  აუცილებელია, რადგან ხელისუფლება დაზღვეული იყოს უზურპაციისგან. 

"ჩვენ კოალიციური მთავრობა გვჭირდება ისტორიის ამ ეტაპზე, რომ დავაზღვიოთ ხელისუფლება უზურპაციისგან, ჩვენ სხვა ისტორიული გამოცდილება არ გვაქვს ამ ეტაპზე - ვინც მოდიოდა ხელისუფლებაში, ყველა ხდებოდა უზურპატორი. ახლაც უზურპირებულია ხელისუფლება, ვინ მართავს ქვეყანას, იცით თქვენ?! ისიც კი არ ვიცით, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, აქამდე დავეცით. ეს არის დამანგრეველი, ასეთი ინსტიტუციონალური დომხალი. უზურპაციისგან დაზღვევის ერთადერთი წამალია შიდა პოლიტიკური ბალანსის გაჩენა, რომ არათუ ერთი პარტია და ერთი პიროვნება მართავდეს, ჩრდილიდან თუ ღიად,  არამედ მართავდენენ სხვადასხვა პარტიები,  რომლებიც ერთმანეთს დააბალანსებენ და დააზღვევენ ქვეყანას ძალაუფლების უზურპაციისგან", - განაცხადა ხუხაშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული "კვირის ჟურნალისთვის" (JDD) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  კოალიციური მთავრობა აუცილებელია, თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები