აბაშაში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა

აბაშაში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხის" ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, აბაშაში, სოფელ მარანში, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის ჩასაწერად მისულ ჟურნალისტ ემა გოგოხიას და არხის ოპერატორს "ქართული ოცნების" შტაბის წევრები დაუპირისპირდნენ. 

ჟურნალისტის ემა გოგოხიას თქმით, თეა წულუკიანი აბაშის კულტურის სახლში ვიზიტის შემდეგ, "ოცნების" დეპუტატ ლევან მგალობლიშვილის სახლში საქეიფოდ მიდიოდა, "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი მას ჩასაწერად სწორედ იქ გაჰყვა. 

გზაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მანქანიდან გადმოვიდნენ და სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყეს, რომელიც შემდეგ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ისინი "მთავარი არხისთვის" ამჯერად კამერის წართმევას ცდილობდნენ.

ფაქტს თვალს ადევნებდნენ ასევე სამართალდამცველები.

უახლესი ამბები