დავით ჭიჭინაძე - ის, რომ "ქართულ ოცნებას" სააკაშვილის ჩამოსვლის რეალურად ეშინია და არც "აწყობს", დიდი ხანია, ფაქტია

ხელისუფლება რომელიც ქუჩაში ხალხის გამოყვანას აანონსებს, ის დასრულებული ხელისუფლებაა!, - აცხადებს "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

"ან როგორ უნდათ ეს ხალხი უკან შეიყვანონ?! მელიას დასაჭერად ხომ ჩაატარეს 3500 კაციანი ოპერაცია და ახლა რას ხლართავენ? მაგრამ ის, რომ "ქართულ ოცნებას" სააკაშვილის ჩამოსვლის რეალურად ეშინია და არც "აწყობს", დიდი ხანია ფაქტია. ამიტომ აჯერებენ ასეთი შემართებით საკუთარ მხარდამჭერებს, რომ ყველაფერი იდეალურადაა და მხოლოდ სააკაშვილის ჩამოსვლა გამოიწვევს აფეთქებას.

თუ ეს ასე არ არის, მაშინ დაეჭირათ მხარი პარლამენტში შესული კანონპროექტისთვის - სააკაშვილი ბოკერიას მმართველობის რეჟიმად გამოცხადების შესახებ და არ იქნებოდა პრობლემა", - აცხადებს დავით ჭიჭინაძე

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები