მინდია დავითაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე სააპელაციო სასამართლოში სამართლებრივი დავა მოიგო

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ყოფილმა უფროსმა მინდია დავითაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე სააპელაციო სასამართლოში სამართლებრივი დავა მოიგო, -  ამის შესახებ ინფორმაციას თავად მინდია დავითაძე ავრცელებს. 

მისივე ინფორმაციით, საქმე ეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასთან დაკავშირებულ სასამართლო დავას.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს დროებით ეკრძალება საქპატენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, მოვალეობის შემსრულებელი პირის გარდა, ვინმეს დანიშვნა.

„მეგობრებო, მინდა ერთი სიახლე გაგაცნოთ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პრემიერს საქპატენტის თავმჯდომარის დანიშვნა აეკრძალა!

აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობიდან ჩემი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასთან დაკავშირებულ სასამართლო დავას.

როგორც იცით, მას შემდეგ, რაც უკანონოდ გამათავისუფლეს, სასამართლოში შევიტანე სარჩელი ჩემი დარღვეული უფლებების აღსადგენად, ამასთან, მოვითხოვე პრემიერ-მინისტრს, დავის გადაწყვეტამდე, აკრძალვოდა საქპატენტის თავმჯდომარის დანიშვნა. სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, როგორც ჩანს, განხილველი მოსამართლისთვის ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა სამართლებრივ მხარეს.

თბილისის სააპელაციო სასასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, დააკმაყოფილა შუამდგომლობა და პრემიერ-მინისტრს აუკრძალა საქპატენტის თავმჯდომარის დანიშვნა.

ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანი სიგნალი საბოლოო გამარჯვებისკენ!“, - წერს თავითაცე სოციალურ ქსელში.

დავითაძე აღნიშნულ თანამდებობას 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის ივნისამდე იკავებდა.

როგორც ის აქამდე აცხადებდა, მისი გათავისუფლება იყო უკანონო და ემსახურებოდა პოლიტიკურ მიზნებს. ცნობისთვის, „საქპატენტის“ თავმჯდომარედ ის გიორგი გახარიამ დანიშნა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები