ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობასა და კომპანია „ამბასადორს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, ბათუმში იწყება უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის, „ამბასადორ აილენდის“ განხორციელება, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის, ასევე ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების მიზნით კომპანიას გადაეცემა 90 ჰა ტერიტორია ქალაქ ბათუმში, ბარცხანასა და თამარის დასახლებაში. მათივე ცნობით, ჩატარდება დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები და შესაბამისი კვალიფიკაციის ინსტიტუციები.

ამასთან, პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია „ამბასადორი“ განახორციელებს, სადაც 2 000 ადამიანი დასაქმდება.

საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ.