ნათია მეზვრიშვილი - მოვითხოვთ ცესკო-სგან ხმების დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაციას ისე, რომ სრულად დაფიქსირდეს ბიულეტინის წინა გვერდზე გამოსახული ინფორმაცია

"გაცნობებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მის მიერვე მიღებული დადგენილების საწინააღმდეგოდ, შეიმუშავა ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაციის იმგვარი წესი, რომელიც არ აფიქსირებს საარჩევნო ბიულეტინის წინა გვერდს და შესაბამისად, ვერ აზღვევს ხმებით მანიპულირების რისკებს, - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

"2021 წლის 28 ივნისს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 23 აგვისტოს მიღებულ იქნა N55/2021 დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიის ვალდებულება, კენჭისყრის დღეს განხორციელდეს ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაცია. დადგენილების თანახმად, „პირველმა მთვლელმა ბიულეტენი იმგვარად უნდა დაიკავოს ხელში, რომ ვიდეოგადამღებ მოწყობილობას შეეძლოს საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდის ფიქსაცია“, ხაზს ვუსვამ - ვიდეოგადამღებ მოწყობილობას უნდა შეეძლოს საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდის ფიქსაცია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, 26 სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა იმიტირებული კენჭისყრის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომელიც სათანადოდ არ აფიქსირებს საარჩევნო ბიულეტინის წინა გვერდს - ჩანს მხოლოდ ბიულეტინის სილუეტი და ბიულეტენის შინაარსის გარკვევა/დადგენა აბსოლუტურად შეუძლებელია. (შეგიძლიათ ეს ყველაფერი იხილეთ ცესკოს ვებ-გვერდის ლინკზე იხილოთ: https://cesko.ge/geo/list/show/125887-munitsipalitetis-tsarmomadgenlobiti-organos--sakrebulos-da-tvitmmartveli-qalaqis/tvitmmartveli-temis-meris-2021-tslis-2-oqtombris-imitirebuli-kenchiskris-mokle-angarishi)’’ - განაცხადა მეზვრიშვილმა

ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ცესკოს მიერ საკუთარი დადგენილების იმ ნაწილის შეუსრულებლობა, რომელიც საარჩევნო ხმების დათვლის პროცესის დაცვას ემსახურებოდა - რეალურად ზღუდავს ხმების დაცვის და ბიულეტენების დათვლით სპეკულაციის დაზღვევის შესაძლებლობას. „ცესკო-ს დადგენილების მოთხოვნების სანახევროდ შესრულება ბუნებრივია, ვერ აღწევს ხმებით მანიპულირების თავიდან აცილების მიზანს. გარდა ამისა, პარტიას „საქართველოსთვის“, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით საარჩევნო კომისიებში არ ჰყავს წევრები, ეზღუდება ხმების დაცვის ქმედითი შესაძლებლობა.

"აღნიშნულის შესახებ ჩვენ ბუნებრივია, უკვე შევატყობინეთ - კომუნიკაცია შედგა ცესკო-სთან, ასევე შევატყობინეთ  საერთაშორისო პარტნიორებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. მოვითხოვთ, ცესკო-სგან უზრუნველყოფილი იქნეს დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულყოფილად შესრულება - ხმების დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაცია ისე, რომ სრულად დაფიქსირდეს ბიულეტინის წინა გვერდზე გამოსახული ინფორმაცია“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები