ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - კახა კალაძის განცხადება დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კახა კალაძის მედიის მისამართით გაკეთებულ განცხადებას გმობს და მიიჩნევს, რომ მედიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება დამახასიათებელია ავტორიტარიზმისთვის. 

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს კახა კალაძის განცხადებას და მიიჩნევს, რომ მედიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება დამახასიათებელია ავტორიტარიზმისთვის. ქარტიას მიაჩნია, რომ აღნიშნული მედიის მიმართ სიძულვილის წახალისებაა, რაც განსაკუთრებით სახიფათოა არჩევნების პერიოდში. აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე ადრეც გამოირჩეოდა აგრესიული რიტორიკით ჟურნალისტების მიმართ, როდესაც მან 2021 წლის 20 ივლისს მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკა საქართველოში ქმნის პოლარიზებულ მედიაგარემოს და უარყოფითად აისახება ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და პროფესიულ საქმიანობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში. 

29 სექტემბერს თბილისის მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს „რადიკალები”, „უბინძურესი ადამიანები” და „სიძულვილისა და ბოროტების თავი და თავი” უწოდა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები