ტატო ლილუაშვილი - 14 იდეა სულ მალე 14 გაწერილ პროექტად იქცევა

DMO Imereti-ს სახელით ანგარიშვალდებულად მივიჩნევ თავს, ვაცნობო ჩვენი ქალაქის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, რომ მათ მიერ შეთავაზებული იდეების უმეტეს  ნაწილს დღეს ქუთაისის საკრებულო  განიხილავდა უკვე საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ საგრანტე კონკურსზე წარსადგენად, შემდეგი ეტაპი საკონსულტაციო საბჭოს განხილვაა, - ამის შესახებ DMO იმერეთის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ლილუაშვილი კერძო სექტორს ჩართულობისთვის და ქუთაისის საკრებულოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"14 იდეა სულ მალე 14 გაწერილ პროექტად იქცევა, რაც დააჩქარებს ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებას და ტურისტულად უფრო მიმზიდველს, საინტერესოს და კომფორტულს გახდის - ქუთაისს.  აქვე დავამატებ, რომ მარტში ჩვენს ერთობლივ შეხვედრაზე გაჟღერებული წინადადებების ნაწილი უკვე მიმდინარე პროექტების სახითაა წარმოდგენილი, მაგალითად ფალიაშვილის ქუჩა - სწორედ ამ შეხვედრებზე შევთანხმდით, რომ მე-19 საუკუნის პასაჟის რეკონსტრუქცია, განახლება  და ტურისტულ მარშრუტებში აქტიური ჩართვა, როგორც გადახურული სავაჭრო გალერეის აუცილებელია.  

მადლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს. 

ასევე ქუთაისის მერიის მიერ უკვე  გამოცხადებულია პროექტირების ტენდერი "ოქროს ჩარდახის" რეაბილიტაციაზე. მადლობა მათ სწრაფი რეაგირებისთვის. 

ურთიერთობის ასეთ ფორმატს ჩვენი სამსახურის ძვირფასს მონაპოვრად მივიჩნევ, რომელსაც ყოველთვის გავუფრთხილდებით", - აცხადებს ლილუაშვილი. 

ქუთაისის საკრებულოს რიგით 46-ე სხდომაზე დღეს მერის მოადგილემ რაკლი ქარქაშაძემ საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ საგრანტე კონკურსზე წარსადგენი საპროექტო იდეები წარადგინა და 14 განსხვავებულ იდეაზე ისაუბრა: ქუთაისის აეროპორტისკენ მიმავალი გზის იერ-სახის  და გზისპირა ობიექტების მოწესრიგება; სახელმწიფო მუზეუმის ყოფილ შენობაში ამფითეატრის მსგავსი სივრცის მოწყობა; გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის საფეხმავლო ქუჩად გადაკეთება; ფალიაშვილის მუზეუმის რეაბილიტაცია; რუას ქუჩაზე არსებული უძველესი აბანოების რეაბილიტაცია; მდინარე რიონზე ჯომარდობის სტარტის და ფინიშის ადგილების სტანდარტების შესაბამისად მოწყობა; ხელოვნური საცოცი კედლის მოწყობა; საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა; უფუნქციოდ დარჩენილი ინდუსტრიული შენობების მუსიკალური ფესტივალების ალტერნატიული სივრცეებად გადაკეთება; საქალაქთაშორისო პორტალის ამოქმედება; წყალწითელა-მოწამეთა-გელათი-ბერის ციხის ტურისტული ბილიკი; ქართული სამზარეულოს მინიატურული მუზეუმი; მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეკონსტრუქცია; წითელი ხიდის იერ-სახის განახლება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები