ნიკა გვარამია - არ გამოვა მედიის დაშინება, "ფორმულას" წაღება და იმის დაჯერება, რომ გვარამიას ლიკვიდაციას სააკაშვილი გეგმავდა

არ გამოვა მედიის დაშინება,  არ გამოვა "ფორმულას" წაღება, არ გამოვა იმის დაჯერება, რომ გვარამიას ლიკვიდაციას სააკაშვილი გეგმავდა, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა  ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, გაოგნებულია სუს-ის განცხადებით, როდესაც მან თავად გაასაჯაროა ის ინფორმაცია, რის შესახებაც გააფრთხილეს, რომ არ უნდა ეთქვა. 

გვარამიას თქმით, როდესაც სუს-ის პიარმა გაიგო, რომ გვარამია სუს-იდან გამოტანილი ინფორმაციის გასაჯაროებას არ გეგმავდა, სუს-მა თავად გააკეთა განცხადება გვარამიასა და კიდევ ერთი ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ.

გვარამია მიიჩნევს, რომ ეს მედიის დაშინებას და ისრების საქართველოს მესამე პრეზიდენტის სააკაშვილის მისამართით გადატანას ემსახურება. 

"ის რაც დღეს სუსმა გააკეთა, მეც გამიკეთა მათ შორის, გაუკეთა იმ ბიჭებს, რომლებიც მე მიცავს, თქვა,  რამდენი არიან და კიდევ რამდენი დაემატება, რეალურად გააკეთა არაკვალიფიციური და მე ვიტყოდი,  დანაშაულებრივი ქმედება. ამაზე პასუხი მოეთხოვება ყველას. ისეთი ინფორმაცია გამჟღავნდა, რომლის გამჟღავნება არ შეიძლება. ხვალ რომ ამ ინფორმაციის გამჟღავვნების საფუძველზე, გამარტივდეს ჩემი ლიკვიდაცია, პირობითად ვამბობ, სად მიდის მერე საქართველოს ანტიტერორისტული დეპარტამენტი, თუ თვითონ არ არის ლიკვიდატორი, რა თქმა უნდა... 

მოკლედ, არ გამოვა მედიის დაშინება, არ გამოვა "ფორმულას" წაღება, არ გამოვა იმის დაჯერება, რომ გვარამიას ლიკვიდაციას სააკაშვილი გეგმავდა. არაფერი ეს არ გამოვა. 2 დღით არჩევნებამდე კატასტროფული მარცხი განიცადა "ქართულმა ოცნებამ", 2 ოქტომბერს ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს", - განაცხადა გვარამიამ.  

ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ  "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გარდა, შესაძლოა, მკვლელობის სამიზნე სხვა ჟურნალისტიც იყოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები