შსს - მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია

მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ცალსახად იყო დაფიქსირებული, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

"ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა უკრაინულ მხარესთან, მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი. ის არის ძებნილი, მის მიმართ არის დამდგარი განაჩენი, თუ ის გადმოკვეთს საზღვარს, დავაკავებთ და გადავიყვანთ შესაბამის პენიტენციურ დეპარტამენტში“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები