ნათია მეზვრიშვილი - "ოცნებას" არ აქვს უნარი "ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხოს, ეს ჩვენი გასაკეთებელი იქნება და აუცილებლად გავაკეთებთ

"რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია -  სახელმწიფო სად არის? უსაფრთხოების სამსახურები სად არიან? ძალოვანი უწყებები სად არიან? 6 საათი გავიდა სააკაშვილის მხრიდან ამ რაღაც განცხადების გავრცელებიდან და სახელმწიფოს წარმომადგენლები, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მკითხაობით არიან დაკავებულები. ნება იბოძონ, გამოვიდნენ და დაასრულონ და წერტილი დაუსვან ამ ქაოსს, რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ რომ არჩევნების წინა დღეა. პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ ყველაფერს“, - აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. 

"დაახლოებით 6 საათია გასული, ქვეყანა ქაოსშია და არ გამოსულა ოცნების არც ერთი ეგრეთწოდებული ლიდერი და პასუხისმგებლიანი განცხადება არ გაუკეთებია. სახელმწიფო სად არის? რასაც ეს ორი ძალა დღეს აკეთებს -  გამიზნულად კვებავენ ერთმანეთს, ერთმანეთისთვის მაშველი რგოლები არიან. როდესაც ოცნებას ყველაზე მეტად უჭირს და დღეს მას ყველაზე მეტად უჭირს იმიტომ, რომ ძალაუფლების დაკარგვის პირას არის - მაშინ მას მაშველ რგოლად ევლინება სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა". ესენი არ გახლავთ პარტიები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძვიან. ერთის მიზანია ხელისუფლებაში დაბრუნება და მეორის მიზანია ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში დარჩენა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. 

მისივე თქმით, პარტია "საქართველოსთვის“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" დასრულება რეალურად შეუძლია, ისევე როგორც ის ოცნებასაც დაასრულებს. 

"როცა ვამბობთ "ოცნებამ" ინსტიტუტების მიმართ ნდობა დაასუსტა, სახელმწიფოს  ვერ მართავს - სწორედ ამას ვგულისხმობთ. ამ ძალა არ აქვს უნარი "ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხოს. ეს ჩვენი გასაკეთებელი იქნება - პარტია "საქართველოსთვის" გასაკეთებელი იქნება და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. შემდგომ უკვე, არჩევნების გზით ოცნებასაც დავასრულებთ და გავაკეთებთ ამას პირველ რიგში ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის ხალხისთვის. 

ხვალ, 2 ოქტომბერს არჩევნებზე ჩვენ უნდა უნდა დავასრულოთ ეს ცირკი, რომელზეც პასუხისმგებელია ერთი მხრივ, რევანშის წყურვილით შეპყრობილი ნაციონალური მოძრაობა და მეორე მხრივ უსუსური, შეშინებული ოცნება. როდესაც ვამბობთ, რომ სახელმწიფო ვერ იმართება, სწორედ ამას ვგულისხმობთ. როდესაც ვამბობთ, რომ არც ერთს არ აინტერესებს სახელმწიფო, ქვეყანა, ხალხი და  ორივე მოქმედებს ყოველთვის ვიწრო პარტიული ინტერესით - სწორედ ამას ვგულისხმობთ. როდესაც ვამბობთ, რომ ოცნებას არ აქვს ნაციონალური მოძრაობის დამარცხების თავი , სწორედ ამას ვგულისხმობთ. დღეს ორივე ერთმანეთს კვებავს, დღეს, ორივეს ინტერესია ქვეყნის დაბრუნება წარსულში, დაპირისპირება და ქაოსი. ამიტომ ჩვენ ხვალ აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, უნდა დავასრულოთ ეს ყველაფერი და გავაკეთოთ არჩევანი საქართველოსთვის", - აცხადებს მეზვრიშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები