ნათია მეზვრიშვილი - ცესკო ამ წუთამდე ჩვენს წარმომადგენლებს არ აძლევს საჩივრების დაწერის შესაძლებლობას

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სპეციალურ ბრიფინგზე ცესკოს მოუწოდებს შეასრულოს საკუთარი ვალდებულება ხმის დათვლის პროცესში ბიულეტენების ვიდეოგადაღებაზე და დამკვირვებლებს, პარტნიორებს და სახალხო დამცველს სთხოვს ამ საკითხს სათანადო ყურადღება მიაქციონ. 

"მინდა ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება გავაკეთო კამერებთან დაკავშირებით. ცესკოს მის მიერვე მიღებული დადგენილების საფუძველზე აქვს ვალდებულება ხმის დათვლის პროცედურის ვიდეოგადაღებისას ბიულეტენის პირველი გვერდი ისე დაფიქსირდეს, რომ როდესაც ეს ვიდეოები ცესკოს მიერ განსაზღვრულ პორტალზე აიტვირთება, მკაფიოდ და ნათლად გამოჩნდეს, რომელი პარტია და კანდიდატია შემოხაზული ბიულეტენზე. ჩვენ რამოდენიმე დღის წინ ამ საკითხთან დაკავშირებით გავმართეთ ბრიფინგი, რასაც ცესკო ასევე გამოეხმაურა ბრიფინგით, ჩვენს განცხადებას უწოდა დეზინფორმაცია და შემოგვთავაზა გარკვეული ორაზროვანი განმარტება, რომ თითქოს, ისინი დადგენილების განსაზღვრულ ვალდებულებას შეასრულებენ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვენდეთ ამ განცხადებას - დღეს როგორც უკვე აღმოჩნდა, ამის სრული საფუძველი გვქონდა - და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავაგებინეთ სადამკვირვებლო მისიებს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ჩვენს ყველა პარტნიორს. დღეს უკვე პრაქტიკულად დადასტურდა, რომ ცესკოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისა არც სურვილი ჰქონდა  და საერთოდ არ ჰქონდა  ამ ვალდებულების შესრულება გამიზნული“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე.

"სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ჩვენს მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაზე, რომლითაც რამდენიმე დღით ადრე ცესკოს ოფიციალურად მივმართეთ - დღემდე და ამ წუთამდე პასუხი არ მიგვიღია. ჩვენ ცესკოს მოვთხოვეთ მკაფიო განმარტება, რომ უზრუნველყოფდა ხმის დათვლის პროცესის იმგვარად ჩაწერას, რომ ჩვენს მსგავს პარტიებს  შესაძლებლობა ექნებოდათ ატვირთვის შემდეგ გვენახა პირველი გვერდი და გვენახა რა არჩევანი იყო იქ გაკეთებული. ახლა, რა ხდება უბნებზე: უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე ისეთი მანძილიდან იღებს კამერა, რომ ბიულეტენის პირველი გვერდის დაფიქსირება და გაკეთებული არჩევანის დანახვა პრაქტიკულად შეუძლებელია“, - აცხადებს მეზვრიშვილი. 

ნათია მეზვრიშვილი ხაზს უსვამს, რომ პარტია საქართველოსთვის წარმომადგენლებს უბნებზე დილით ამ საკითხზე არ მისცეს შენიშვნების წიგნაკებში ამ საკითხზე შენიშვნის დაფიქსირების უფლება, ხოლო ხმის დათვის პროცესში არ აძლევენ ამ საკითხზე საჩივრის დაწერის საშუალებას, რაც ადასტურებს რომ ვიდეოგადაღების ფუნქციის შეზღუდვა ცესკოს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა. 

„დილით, როდესაც უბნები გაიხსნა, ჩვენი წარმომადგენლები შეეცადნენ შენიშვნების წიგნში შენიშვნის დაფიქსირებას და მათ ამის გაკეთების შესაძლებლობა არ მიეცათ, როგორც ჩანს - მიზანმიმართულად! უკვე საღამოს, როდესაც უბნებზე კამერები დაიდგა  და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო, მას შემდეგ, რაც  ჩვენმა წარმომადგენლებმა გადაამოწმეს, რომ ცესკო არ ასრულებდა დადგენილებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, დაიწყეს საჩივრების წერა და ცესკო, ამ წუთამდე ჩვენს წარმომადგენლებს არ აძლევენ საჩივრების დაწერის შესაძლებლობას. ხაზს ვუსვამ, სამართლებრივი პროცედურის წარმართვის შესაძლებლობა ჩვენს წარმომადგენლებს არ აქვთ. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ამ ხარვეზის გამოსწორება არანაირ ტექნიკურ ცვლილებას არ საჭიროებდა და როგორც ჩანს, ეს ხარვეზი კი არ იყო, არამედ ცესკოს მიზანმიმართული გადაწყვეტილება იყო - არ სჭირდება კამერას შეცვლა იმისთვის, რომ ცესკომ ვალდებულება შეასრულოს", - აცხადებს მეზვრიშვილი.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, არასამთავრობოებს და სახალხო დამცველს სთხოვს ამ საკითხს ყურადღება მაქციოს, რადგან პროცესის სანდოობაზე კითხვის ნიშნები ჩნდება. 

"ამიტომ, მე მინდა მოვუწოდო ცესკოს, მოვუწოდო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს - რომ ამ საკითხს მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივია, მთელი აი ამ პროცესის სანდოობაზე  საზოგადოებას უჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს, რაც, ნამდვილად, არ იქნება კარგი მთლიანად ამ პროცესისთვის“- განაცხადა მეზვრიშვილმა

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები