ნიკა მელია - თავდადება და თავგანწირვა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აჩვენებს, უკვალოდ არ ჩაივლის

თავდადება და თავგანწირვა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აჩვენებს, უკვალოდ არ ჩაივლის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან გამართულ სოლიდარობის აქციაზე აცხადებს. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ასიათასოიბით ადამიანი გულშემატკივრობს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი "ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები.    

"თუ ივანიშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილი რადგან ციხეშია, ამით მას ამცირებს, მე ვფიქრობ, სრულიად პირიქით არის, აბსოლუტურად პირიქით ვითარება გვაქვს, იქ სადაც მიხეილ სააკაშვილია, ეს არის პატივი მისთვის. მას არ ვიცი ტელეფონი აქვს თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პატივია მიხეილ სააკაშვილისთვის იცოდეს, რომ მას ასიათასობით მოქალაქე გულშემატკივრობს, ახლა განსაკუთრებით, ბევრი მათგანი შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არ იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავდადება და თავგანწირვა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აჩვენებს, უკვალოდ არ ჩაივლის, ეს არის ფაქტი. აქციაზე ყველა გამომსვლელის ხმას და შინაარსს, რა თქმა უნდა, გაიგებს, როგორც აქ ისმის ხმა, ისე ისმის საკანშიც“, - განაცხადა მელიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის ციხეში გადაიყვანეს, ის თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები