ხატია დეკანოიძე - თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად არის "კანონიერ ქურდებთან" და კრიმინალებთან

თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად არის "კანონიერ ქურდებთან" და კრიმინალებთან, - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ვიცე-პრემიერის, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანის განცხადებას, რომ ქუთაისი არ უნდა ჩავარდეს "მილიციელების, მილიციელების, კაციჭამიების და ლეშიჭამიების" ხელში. 

უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძე, რომელმაც  2 ოქტომბრის არჩევნებში  ქუთაისის მერობისათვის ბრძოლაში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო, აცხადებს, რომ წულუკიანის განცხადებიდან კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება ქუთაისისა და პოლიციისადმი.  

"ამ ქალის ამაზრზენ არსებობას ზოგადად საზღვარი არ აქვს, რა დამოკიდებულება აქვს ქუთაისელებთან და პოლიციელებთა, ეს კარგად ჩანს, პირველ რიგში. 

თეა წულუკიანის ცხოვრების სამი ცხოვრება არ ეყოფა, რაც ჩემი წინა პროფესიიდან გამომდინარე, მე ძალიან ბევრი რამ მინახავს, მათ შორის, მათ შორის ჩვენი ღირსეული პოლიციელების ურთულესი მუშაობა. 

მე არ ვაპირებ ამ განცხადებაზე პასუხი გაცვე, ეს არის  სახელმწიფო მოხელის ამაზრზენი განცხადება. პირველ რიგში, კარგად ახსოვს მთელს სახელმწიფოს და ხელისუფლებას, რომ თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად არის კანონიერ ქურდებთან და კრიმინალებთან", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

დღეს თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მეორე ტურში ამომრჩევლის სრული მობილიზაცია უნდა მოახდინონ და არ დაუშვან ქუთაისის "მილიციელების, მილიციელების, კაციჭამიების და ლეშიჭამიების ხელში ჩავარდნა".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები