დავით ჭიჭინაძე - უნდა გამოცხადდეს ერთიანი ეროვნული კამპანია

"ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ერთიანი ეროვნული კამპანია უნდა გამოცხადდეს

"თუ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში არ იყოს კორუფცია, მიჩქმალული საქმეები, აღარ იყვნენ პრივილეგიერებული ფენები, არ იყოს ჩუმი გარიგებები და ჩვენ ყველამ ვიცოდეთ ვინ გვმართავს დავინ ფლობს ქვეყანაში ძალაუფლებას;

თუ ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყანაში მანკიერების გამოსასწორებლად,

უნდა გამოცხადდეს არა რომელიმე კონკრეტული პარტიის გამარჯვების კამპანია, არამედ ერთიანიეროვნული კამპანია, სადაც არცეთი ოპოზიციონერი ადამიანი თავს უცხოდ არ ჩათვლის.

ყველამ უნდა იცოდეს, რისთვის იბრძვის და ჩუმად კი არ უნდა მოხდეს გარიგებები და "ყიდვა-გაყიდვები", მთელმა ოპოზიციამ უნდა მოახერხოს და ერთობლივად ამხილოს "ქართული ოცნების" ხელისუფლების მანკიერებები. ანუ, დღის წესრიგი უნდა შეიცვალოს.

მეორე ტურები იმით კი არ უნდა დასრულდეს, რომ ოპოზიციის კანდიდატები მერები გახდებიან, უმთავრესი მიზანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უნდა გახდეს. მითუმეტეს, რომის ე.წ. მითიური 43% თავიდანვე ვაჭრობის საგანი იყო, ადამიანებს კი, ცვლილებები უნდათ", - აცხადებს დავით ჭიჭინაძე

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები