ბადრი ჯაფარიძე - არ დაუშვათ იმ ძალადობის და მოსყიდვის განმეორება, ჩვენ ყველა შემთხვევას ვამხელთ

"ასე არ შეიძლება არჩევნების ჩატარება, ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს - მინდა ყველას, მათ შორის, თქვენც მოგიწოდოთ: არ დაუშვათ იმ ძალადობის და მოსყიდვის განმეორება, ჩვენ ყველა შემთხვევას ვამხელთ“,- ასე შეაფასა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ბადრი ჯაფარიძის თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებები მოხდეს, აუცილებელია, წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალი იყოს ძალადობისგან, სუსის ჩარევისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან.

"აქ სიამაყით იქნა აღნიშნული, რომ თურმე „ლელოს“  მხარდამჭერების რიცხვმა დაიწია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რიცხვმა მოიმატა. ამომრჩევლების რიცხვის ასეთი გაზრდა ჩვენ არ გვჭირდება, როგორც თქვენ ამას აკეთებთ - მოსყიდვით, დაშინებით, ხელების გადაგრეხვით“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ფრაქციის თავმჯდომარემ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვის საკითხი დააყენა.

"თბილისის პროკურატურაში წარმომიდგინეს ფაილები, სადაც პირდაპირ არის აღწერილი ჩემი საუბარი ჩემს მეგობრებთან, სასულიერო პირებთან. არცერთ თქვენგანს ეს თემა არ გაინტერესებთ. როგორ შეიძლება, რომ როცა უკანონოდ უსმენენ კოლეგას, ეს არ გაინტერესებდეთ? ეს რომელი დემოკრატიაა? მინდა, კიდევ ერთხელ დავსვა საკითხი ამასთან დაკავშირებით - ვადასტურებ, რომ პროკურატურაში წარმოდგენილი ფაილები, რომლებიც ატვირთულ იქნა, ზუსტად ასახავს ჩემს საუბარს ჩემს მეგობრებთან, სასულიერო პირებთან, ასე რომ, მისმენდნენ უკანონოდ. მოვითხოვ თქვენგან მხარდაჭერას რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით, სადაც უნდა მოვისმინოთ, რატომ მოხდა ეს, ვინ განახორციელა ეს ჩაწერები. გამოძიება რომ მიმდინარეობს, ეს პასუხი არ არის“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები