თამარ კორძაია - თბილისში, მერის არჩევნების შემაჯამებელი 759 ოქმიდან ბალანსი 306-ში არ დგება

თბილისში, მერის არჩევნების შემაჯამებელი 759 ოქმიდან ბალანსი 306-ში არ დგება, პროპორციულ ნაწილში კი 323-ში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჯამში "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაახლოებით 478 უბნის შედეგები გაასაჩივრა. 

"პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 91 საჩივარი, მაგრამ ამ 91 საჩივრით გასაჩივრებულია და მოთხოვნილია შემაჯამებელი ოქმების ბათილობა და ხელახლა გადათვლა 539 შემთხვევაში. გასაჩივრებულია დაახლოებით 478 უბნის შედეგი. ხაზს ვუსვამ, შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრება უბნის შედეგის გასაჩივრებაზე მეტი იმიტომაა, რომ ამ არჩევნებზე სხვადასხვა სახის შემაჯამებელი ოქმები დგებოდა. 19 შემთხვევაში უშუალოდ არჩევნების დღესთან დაკავშირებით შეტანილია დისციპლინური საჩივრები, 9 საჩივარი სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე პროკურატურაში. ამდენად, შევახსენებ „ქართულ ოცნებას“, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარებულა და ამაზე მეტყველებს ჩვენ მიერ შეტანილი საჩივრები", - განაცხადა კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები