კახა კუჭავა - სააკაშვილის საკითხსაც შევეხებით, მაგრამ ექსტრადიციაზე საუბარი არ იქნება

მიზეზი, რატომაც ვარ კიევში, არ არის სააკაშვილი, ამ საკითხსაც შევეხებით, მაგრამ ექსტრადიციაზე საუბარი არ იქნება, – ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.

კახა კუჭავას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია კანონი, როგორც უკრაინის, ისე საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით.

"მიზეზი, რატომაც ვარ კიევში, არის აბსოლუტურად სხვა, ცერემონიას ვესწრები. ბუნებრივია, რომ ამ საკითხსაც შევეხებით და ვისაუბრებთ, მაგრამ არანაირ ექსტრადიციაზე საუბარი არ იქნება, მით უმეტეს, ჩემი მხრიდან. ამაზე შესაბამისი უწყებები ითანამშრომლებენ. თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვსაუბრობთ მსჯავრდებულზე, რომელმაც, ძველი საქმეები საერთოდ გვერდზე რომ გადავდოთ ამ მომენტში, პირდაპირ დაარღვია კანონი, როგორც ერთი ქვეყნის, ისე მეორე ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით. ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, ვერც იქნება საუბარი რამე პოლიტპატიმრობაზე ან ასე შემდეგ. დანარჩენს უკვე მხარეები ჩვენით გადავწყვეტთ.

ფაქტი ერთია, რომ სააკაშვილის საქართველოში ასე შემოპარვას მიზანი ჰქონდა არეულობის მოწყობა, ეს რეალობა არის, ამისი აღკვეთა მოხდა, დღეს ის იხდის სასჯელს; ადვოკატებს აქვთ უფლება და მისი უფლებები დაიცვან, მართლმსაჯულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და ყველა ნახავს პროცესი როგორ განვითარდება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები